ნოტინგემ ფორესტი, დინ ჰენდერსონი
Aa
Aa

მან. იუნაიტედი სათადარიგო მეკარეს 20 მილიონად ყიდის

ფაბრიციო რომანოს ცნობით, დინ ჰენდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ „კრისტალ პალასში“ გადადის, აღნიშნულ თანხაში ბონუსებიც შედის. მხარეები კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

26 წლის მეკარე უახლოეს საათებში ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

დინ ჰენდერსონი 2015 წლიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკუთრება იყო, თუმცა პირველ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, მხოლოდ 29 შეხვედრაში ითამაშა. გასული სეზონი იჯარით „ნოტინგემ ფორესტში“ გაატარა, პრემიერ ლიგის 18 მატჩში ითამაშა, შემდეგ კი ტრავმის გამო სეზონის მეორე ნახევარი გაუცდა.

დინ ჰენდერსონმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი 2020 წელს ირლანდიასთან ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები