კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი | ორი მედალი ტურნირის მე-3 დღეს
Aa
Aa

კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი | ორი მედალი ტურნირის მე-3 დღეს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში კადეტთა შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მე-3 დღეს, საქართველოს ნაკრების ყულაბას ორი მედალი შეემატა, თუმცა სამწუხაროდ, ოქრო არც ერთი მათგანი ყოფილა.

-73 კგ. კატეგორიაში ცოტნე ბახტაძე ფინალში გავიდა, სადაც იტალიელ ლუსიო ტავოლეტას დაუპირისპირდა. ქართველმა ფალავანმა 3 შიდო მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ნახევარფინალში ბახტაძის მეტოქე სერბი ბოგდან ველიკოვიჩი იყო, რომელსაც ვაზარით მოუგო.

81 კგ. კატეგორიაში გიორგი ბენდელიანი ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა. ქართველმა მეოთხედფინალში ყაზახ მეტოქესთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ვენესუელელი ლუის პარიჩე დაამარცხა და დუშან გრაჰოვაცს სძლია.

ცნობისთვის, ხვალ ტატამიზე 5 ქართველი ჯუდოკა გავა. +90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ზაალიშვილი და შოთიკო გოჩიაშვილი იასპარეზებენ. -90-ში, საბა გველესიანი და ლუკა თევთორაძე, ხოლო გოგონათა შორის, -70-ში ლიზი კვარცხავას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალჯო არ გააკეთებდა იმას, რასაც შენ აკეთებ“ | ცნობილი იუთუბერი მერაბს აკრიტიკებს
„ალჯო არ გააკეთებდა იმას, რასაც შენ აკეთებ“ | ცნობილი იუთუბერი მერაბს აკრიტიკებს