Aa
Aa

"მილანი" ვიტსელის შეძენას კვლავ ეცდება

„მილანის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ აქსელ ვიტსელის ტრანსფერის თაობაზე „ზენიტს“ დაარწმუნებს და ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების შემცირებაზე დაიყოლიებენ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანკტ-პეტერბურგელები ფეხბურთელში 45 მილიონ ევროს ითხოვდნენ. „როსონერიმ“ მიაღწია შეთანხმებას ვიტსელთან, თუმცა "ზენიტის" მიერ მოთხოვნილი სოლიდური თანხის გამო, ტრანსფერი ჯერჯერობით არ შედგა.

ამის მიუხედავად, ადრიანო გალიანი იმედს არ კარგავს, რომ რუსულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწევს და ვიტსელის ტრანსფერს წარმატებით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები