ემანუელ როდრიგესი
Aa
Aa

ხუმრობის გამო სხეულის 66 % დაეწვა | ახლა IBF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია

ემანუელ როდრიგესი პუერტო რიკოელი მოკრივეა, რომელიც სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში IBF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია. ტიტულამდე მან ურთულესი გზა გაიარა და 2010 წელს, მისი სიცოცხლე კინაღამ ნაადრევად დასრულდა.

„ჩემს ორ მეგობართან ერთად ვიყავი და გადავწყვიტეთ, მანქანისთვის ცეცხლი წაგვეკიდებინა. სამწუხაროდ, ყველაფერი ცუდად დასრულდა და ამ ხუმრობის გამო, სხეულის 66 პროცენტი დავიწვი. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 4 თვე და ორი დღე გავატარე და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე კრივს დავუბრუნდებოდი. ჩემპიონობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

ტანჯვას ტკივილი არ განაპირობებდა. ვიტანჯებოდი, რადგან საკუთარ თავს ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი და ვფიქრობდი, რომ ერთი ხუმრობის გამო, კარიერას ვკარგავდი. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ტანჯვა არასდროს გამომიცდია.

უფლის წყალობით გადავრჩი და მადლობა ღმერთს, რომ როცა მანქანას ცეცხლი წავუკიდეთ, არ აფეთქდა. ავტომობილიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ვიდექი და რომ აფეთქებულიყო, ახლა აქ არ ვიქნებოდი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩემი აქ ყოფნა უკვე გამარჯვებაა“, - ამბობს როდრიგესი.

ემანუელ როდრიგესს კარიერაში 25 ბრძოლა აქვს გამართული და გამარჯვება 22-ჯერ მოიპოვა. 12 აგვისტოს, მან მელვინ ლოპესის წინააღმდეგ იჩხუბა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. იგი IBF-ის ქამარს 2018 წელსაც ფლობდა, მაგრამ ნაოია ინოუესთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია: „ტრიბუნებზე ქართველები უფრო მეტნი იყვნენ, ასე არ შეიძლება“
ქეცბაია: „ტრიბუნებზე ქართველები უფრო მეტნი იყვნენ, ასე არ შეიძლება“