ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა 2.5 მილიონზე თანახმა არაა და მეტს ითხოვს | მოლაპარაკებები გართულდება?

იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. „პარტენოპეი“ სერია A-ს გასული სეზონის MVP-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს და იწერებოდა, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა.

ნეაპოლური გრანდი მზად იყო, „კვარას“ ხელფასი გაეორმაგებინა და 1.2 მილიონი ევროს ნაცვლად მისთვის 2.5 მილიონი დაენიშნა, მაგრამ Il Mattino-ს ცნობით, ეს საკმარისი აღარაა. იტალიურ გაზეთს თუ დავუჯერებთ, კვარაცხელიას წარმომადგენლები მინიმუმ 5 მილიონს ითხოვენ.

„ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისი ახალ დაბრკოლებას შეეჩეხა. პარტენოპეის პრეზიდენტს მოუწევს, ხვიჩა კვარაცხელიაზე იფიქროს. ქართველი ფეხბურთელის აგენტები აპირებენ, ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ, ხელფასის სახით, მინიმუმ 5 მილიონი მოითხოვონ, მოლაპარაკებების პროცესი კი ძალიან რთული იქნება“, - წერს იტალიური გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა და 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ წავა“ | მეცში მიქაუტაძეზე ისაუბრეს
„ალბათ წავა“ | მეცში მიქაუტაძეზე ისაუბრეს