ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

საოცარი ფინალი | ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარლოს ალკარასი დაამარცხა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა და კარლოს ალკარასმა კიდევ ერთი დაუვიწყარი ფინალი გვაჩუქეს. ცინცინატის მასტერსის გადამწყვეტ შეხვედრაში, 3-სეტიანი ბრძოლა ვიხილეთ, რომელიც სერბი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა - 5:7, 7:6 (9:7), 7:6 (7:4).

ალკარასი მიზანთან ძალიან ახლოს იყო და მეორე სეტის ტაიბრეიკზე მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ „ნოლემ“ შეუდარებლად იასპარეზა და კარიერაში 39-ე მასტერსი მოიგო, რითაც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ჯოკოვიჩმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნა და მაისური შემოიხია, ალკარასმა კი წაგების გამო, ცრემლები ვერ შეიკავა.

„ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო მატჩი. ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს დიდი სლემის ფინალი იყო და იმედი მაქვს, ნიუ-იორკშიც შევხვდებით. კარლოს, ღმერთო ჩემო, შენ არასდროს ნებდები. შენში ეს ძალიან მომწონს“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა ფინალის შემდეგ.

ცნობისთვის, „ნოლემ“ კარიერაში 95-ე ტიტული მოიგო და ATP-ის ღია ეპოქაში მოგებული თასების რაოდენობით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. მასზე მეტი ტიტული მხოლოდ ჯიმი კონორსსა და როჯერ ფედერერს აქვთ მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საფეხბურთო ინტელექტით კოკორინი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ხვიჩა“
„საფეხბურთო ინტელექტით კოკორინი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ხვიჩა“