კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე, სტივენ ჯერარდი, ჯორდან ჰენდერსონი, ალ-ნასრი, ალ-იტიფაქი
Aa
Aa

მანეს სადებიუტო გოლი, ჯერარდის გამარჯვება და ალ-ნასრის მარცხი რონალდუს გარეშე

საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგის პირველ ტურში, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ სტუმრად „ალ ითიფაქს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრა ჩაატარეს „ალ ითიფაქის“ დამრიგებელმა, სტივენ ჯერარდმა და ამავე გუნდის ნახევარმცველმა, ჯონდარ ჰენდერსონმა და შესაბამისად, მათთვის სტარტი წარმატებული გამოდგა.

რაც შეეხება რონალდუს, პორტუგალიელი ვარსკვლავი დღევანდელ მატჩში საკუთარ გუნდს ვერ ეხმარებოდა. გასულ უქმეებზე, კრიშტიანუ „ალ-ნასრთან“ ერთად არაბეთის თასის გამარჯვებული გახდა, რის გამოც პორტუგალიელს დასვენების უფლება მისცეს.

თუმცა, ითამაშა სადიო მანემ, რომელმაც საუდის არაბეთის ლიგაში სადებიუტო გოლიც გაიტანა. „ალ-ნასრი“ პირველი ნახევრის დებიუტში სწორედ მისი გოლით დაწინაურდა, თუმცა „ალ ითიფაქმა“ თამაშის შემოტრიალება შეძლო. მეორე ნახევარში, 47-ე და 53-ე წუთებზე ჯერარდის გუნდმა ორი გოლი გაიტანა და ჩემპიონატში პირველი სამი ქულაც ჩაიწერა. „ალ-ნასრის“ კარში გოლები ქუაისონმა და მუსა დემბელემ გაიტანეს.

მეორე ტურში „ალ-ნასრი“ საკუთარ მოედანზე „ალ-თავონს“ შეხვდება, „ალ ითიფაქი“ კი სტუმრად „ალ-ჰაზემს“ დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 18 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიის ნაკრებს სპალეტი ჩაიბარებს | ოფიციალური განცხადება 16 აგვისტოს გაკეთდება
იტალიის ნაკრებს სპალეტი ჩაიბარებს | ოფიციალური განცხადება 16 აგვისტოს გაკეთდება