პსჟ, ნეიმარი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ნეიმარი საუდის არაბეთში - ალ ჰილალთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს

RMC sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოკინსის ინფორმაციით, ნეიმარი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს, ბრაზილიელი „ალ ჰილალს“ კონტრაქტზე შეუთანხმდა.

პარიზული კლუბი ნეიმარის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა საბონუსე სისტემიდან გამომდინარე შესაძლოა ეს თანხა 120 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

ნეიმარი „ალ ჰილალთან“ კონტრაქტს 2+1 სისტემით გააფორმებს. 31 წლის ფეხბურთელი ორწლიან პერიოდში 160 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, 2017 წლის ზაფხულში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადავიდა, თუმცა პარიზულმა კლუბმა მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, პსჟ ფინალში მხოლოდ 2019-20 წლების სეზონში გავიდა, მაგრამ ფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა.

ნეიმარმა პსჟ-ში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 173 მატჩი ჩაატარა, 118 გოლი შეაგდო და 77 საგოლე პასი შეასრულა. საფრანგეთის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა. 

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ერთხელ, 2014-15 წლების სეზონში „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები