ბრიუგე, ჰალიდ დოლტმურზიევი
Aa
Aa

კარგი ამბავი: დოლტმურზიევი ბრიუგეს 23-წლამდე გუნდში დააწინაურეს

CrystalSport-ის ცნობით, 16 წლის ფორვარდი ჰალიდ დოლტმურზიევი „ბრიუგეს“ 23-წლამდე გუნდში დააწინაურეს და მთავარი მწვრთნელის, ნიკი ჰაიენის ხელმძღვანელობით ემზადება. ჰალიდმა „ჩელსის“ ახალგაზრდულ გუნდთან ითამაშა. უახლოეს მატჩს სამოყვარულო კლუბ „ტორჰუტთან“ გამართავენ, რომელშიც ჰალიდიც მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ინგუშმა ტალანტმა ჰალიდ დოტმურზიევმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

ივნისის თვეში ჰალიდ დოლტმურზიევი საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა, სადაც მისი გოლეადორული თვისებები გამოავლინა და სამ ამხანაგურ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

მოედანზე ძალიან აგრესიულია, ორივე ფეხით კარგად თამაშობს. მისთვის უმთავრესი გუნდური წარმატებაა, უპირველესად გამარჯვებასა და შემდეგ გოლზე ორიენტირებული ფორვარდია. მისი ნატურალური პოზიცია ცენტრფორვარდია, მაგრამ ზოგჯერ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. მას ძალიან დიდი მომავალი აქვს და პერიოდულად მის შესახებ CrystalSport-ის მიერ მოძიებულ ინფორმაციას მოგაწვდით.

ჰალიდი სამენეჯერო კომპანია S&P Sports Agency-სთან თანამშრომლობს, რომელსაც სანდრო ჭელიძე, სოსო ძნელაძე და პეტრე სარდანაძე წარმოადგენენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
17 წლის ქართველი პორტუგალიურ კლუბში - ტრანსფერზე მენდეშის სააგენტომ იმუშავა
17 წლის ქართველი პორტუგალიურ კლუბში - ტრანსფერზე მენდეშის სააგენტომ იმუშავა