გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

სათამაშო დროის გამო - გულიაშვილმა კლუბი შეიცვალა

CrystalSport-ის ცნობით, „სარაევოს“ ქართველი შემტევი გიორგი გულიაშვილი კარიერას ერთწლიანი იჯარით „ველეჟში“ გააგრძელებს, ჩემპიონატს არ იცვლის, კვლავ ბოსნიაში ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებას არ მოიცავს.

გულიაშვილის „სარაევოში“ მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, რის გამოც „ველეჟში“ გადასვლა გადაწყვიტა. უცნაურია, მას „სარაევოში“ სასტარტო 11-ეულში რეგულარულად არ ათამაშებდნენ. ფეხბურთელს აქვს იმის მოლოდინი, რომ „ველეჟში“ ეს პრობლემა არ ექნება და საუკეთესო თვისებებს გამოავლენს, თუმცა ცხადია რეგულარული სათამაშო დროის ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს.

21 წლის ქართველი შემტევი „სარაევოში“ გასულ ზამთარში გადავიდა, ყველა ტურნირის ჩათვლით 12 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი შეასრულა. 12-დან მხოლოდ ხუთ შეხვედრაში მოხვდა სასტარტო 11-ეულში.

გიორგი გულიაშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, საქართველოში გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა და ბელგიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი გოლით გუნდი მარცხისგან იხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები