რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა | ამის გამო უკრაინელს დისკვალიფიკაცია მისცეს
Aa
Aa

რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა | ამის გამო უკრაინელს დისკვალიფიკაცია მისცეს

იტალიის ქალაქ მილანში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს უკრაინელი მოფარიკავის ჟესტმა და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელიც მას მოჰყვა.

მსოფლიო ჩემპიონატის 1/32-ფინალში უკრაინელი ოლგა ხარლანი რუს ანა სმირნოვას დაუპირისპირდა. ხარლანმა 15:7 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, სმირნოვამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური სტატუსით გამოდის, დააპირა, მეტოქისთვის ხელი ჩამოერთმია, მაგრამ უკრაინელისგან, გასაგები მიზეზების გამო, უარი მიიღო.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ, ზემოთ ხსენებული ჟესტის გამო, ხარლანს მომდევნო ეტაპზე წაგება ჩაუთვალა და ოლგა ტურნირს გამოეთიშა. FIE-ს რეგლამენტის მიხედვით, საფინალო ქულის აღების შემდეგ, სპორტსმენები ერთმანეთს უნდა მიესალმონ და ხელი ჩამოართვან, შეხვედრა დასრულებულად მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება. თუ ერთ-ერთი სპორტსმენი ამაზე უარს იტყვის, მსაჯებმა დისკვალიფიკაციით უნდა დასაჯონ.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, სმირნოვას საფარიკაო ბილიკი 1.5 საათის განმავლობაში არ დაუტოვებია და მასთან მსაჯები რამდენჯერმე მივიდნენ. სხვათა შორის, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოკვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ სმირნოვას რუსეთის სამხედრო აგრესიასთან და სამხედრო პროპაგანდასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არადა, „ინსტაგრამზე“ ასეთი ფოტო უდევს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
15 ივლისს ითამაშა | გლადბახის ფეხბურთელს ლიმფომა დაუდგინდა
15 ივლისს ითამაშა | გლადბახის ფეხბურთელს ლიმფომა დაუდგინდა