გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

შეუძლიათ ჩაკვეტაძე გაიფორმონ - FIFA-მ უოტფორდს შეზღუდვა მოუხსნა

FIFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „უოტფორდს“ სატრანსფერო აკრძალვა მოუხსნეს და ინგლისურ კლუბს გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადება შეეძლება.

ინფორმაციას ბრიტანული The Athletic-ი ავრცელებს. „უოტფორდს“ სატრანსფერო შეზღუდვა 20 ივლისს დაუწესდა და ამის მიზეზი 2022 წელს სამუელ კალუს ტრანსფერი იყო. ფეხბურთელის აღზრდილ ნიგერიულ „მეგამუს“ აკადემიას ინგლისელებმა სოლიდარობის კომპენსაცია არ გადაუხადეს.

ნიგერიელებმა ფიფაში იჩივლეს და ინგლისური კლუბიც დაისაჯა. „უოტფორდმა“ ამის შემდეგ დროულად იმოქმედა და ყველაფერი მოაგვარა, რუს შემდეგაც კლუბს შეზღუდვები მოეხსნა.

„უოტფორდმა გენტიდან ერთწლიანი იჯარით გიორგი ჩაკვეტაძე დაიმატა. მას შემდეგ, რაც აკრძალვა მოიხსნა, კლუბს ქართველის ტრანსფერის გაოფიციალურება შეუძლია“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

„უოტფორდს“ ჩაკვეტაძის გამოსყიდვა 2-მილიონ ევროზე ოდნავ დიდი თანხის სანაცვლოდ შეეძლება. ამ პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში „გენტი“ ჩაკვეტაძის შემდეგი ტრანსფერიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ივნისამდე „გენტის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა. საერთო ჯამში, „ჩაკვემ“ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, 47 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა. გერმანული სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2.4 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო კლასის ფეხბურთელია“ - ხოსე ენრიკე ნიუკასლს ხვიჩას შეძენას ურჩევს
„მსოფლიო კლასის ფეხბურთელია“ - ხოსე ენრიკე ნიუკასლს ხვიჩას შეძენას ურჩევს