ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი, არნოლდ ალენი
Aa
Aa

„გინდა ჩემი დაუმარცხებელი სერია გააგრძელო?“ | ევლოევი თოფურიას იწვევს

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. ევლოევმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „ელ მატადორსა“ და არნოლდ ალენს მიმართა.

„რომელ თქვენგანს უნდა, ჩემი დაუმარცხებელი სერია გააგრძელოს?“, - ნათქვამია ევლოევის პოსტში და მოვსარი აცხადებს, რომ მომდევნო ბრძოლის გამართვა UFC 294-ის ეგიდით სურს, რომელიც 21 ოქტომბერს, აბუ-დაბიში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ევლოევი დაუმარცხებელი მებრძოლია და 17-დან 17 გამარჯვება აქვს. ბოლოს მან UFC 288-ის ფარგლებში, 6 მაისს იჩხუბა და დიეგო ლოპესს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. მოვსარს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს გამართული და მეტოქე არც ერთხელ დაუფინიშებია, ყველა ბრძოლაში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა.

ცნობისთვის, მოვსარ ევლოევი და ილია თოფურია არაერთხელ დაჰპირისპირებიან ერთმანეთს სოციალურ ქსელში და მებრძოლები აქტიურად საუბრობენ ერთმანეთთან ოქტაგონზე შეხვედრაზე. რუსი მებრძოლი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-10 ნომერია, ილია თოფურია კი ემეტთან გამარჯვების შემდეგ მე-5 პოზიციაზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კრეატიული ფეხბურთელია, ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი“ - რას წერენ ინგლისში ჩაკვეზე
„კრეატიული ფეხბურთელია, ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი“ - რას წერენ ინგლისში ჩაკვეზე