ცუდი მეორე ტაიმი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა
Aa
Aa

ცუდი მეორე ტაიმი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა

საქართველოს 18-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონში პირველი შეხვედრა გამართა. ირაკლი ძიძიგურის ბიჭები სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ, მეორე ნახევარი ცუდად ჩაატარეს და 55:77 დამარცხდნენ.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა პირველი მეოთხედი 1 ქულით წააგო, მეორე ათწუთეული კი 3 ქულით მოიგო და პირველ ნახევარში 36:34 იმარჯვა. სამწუხაროდ, ჩვენმა ბიჭებმა მეორე ტაიმი ჩააგდეს და მესამე მეოთხედი 15 ქულით (7:22), ხოლო მეოთხე მეოთხედი 9 ქულით (12:21) წააგეს.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი, 11 ქულა ავთანდილ ბახტაძის ანგარიშზეა, რომელმაც 5 მოხსნაც მიითვალა. ნიკოლოზ აბულაძემ 10 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ალექსანდრე დაუშვილის ანგარიშზე 8 ქულა იყო, გეგა წულაიამ კი 7 ქულა გაიფორმა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები B ჯგუფშია და მისი მომდევნო მეტოქეები უნგრეთი (22 ივლისი), ალბანეთი (23 ივლისი), მონტენეგრო (25 ივლისი) და ბოსნია (26 ივლისი) არიან. უნგრეთთან მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 18:30-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გააშიშვლეს და დააბეს - დონარუმას ოჯახში მძარცველები შეიჭრნენ
    გააშიშვლეს და დააბეს - დონარუმას ოჯახში მძარცველები შეიჭრნენ