გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძემ უოტფორდთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა

CrystalSport-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ინგლისურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, ექსკლუზიური ინფორმაცია საშა ტავოლიერიმ გაავრცელა, რომლის მიხედვით გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ჩემპიონშფის „უოტფორდში“ გააგრძელებდა. ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, რომლის დასრულების შემდეგ „უოტფორდს“ „გენტიდან“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

საშა ტავოლიერის ინფორმაციით, ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „მეცში“ ტრანსფერი ჩაიშალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი „მეცის“ ტექნიკური პერსონალის გადაუწყვეტელობას შეეჩეხა

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელია, რომელიც 2005-07 წლებში მიუნხენის „ბაიერნში“ ვილი სანიოლთან ერთად თამაშობდა. გასულ სეზონში, „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში მე-11 ადგილზე გავიდა.

ფოტო: Nakrebi.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები