ასტანასთან თამაშამდე გაბრიელ სიგუა ეროვნულ გამოცდას დაწერს
დღეს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამო“ ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება, თუმცა, საინტერესო ისაა, რომ თბილისური კლუბის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, გაბრიელ სიგუას თამაშამდე ეროვნული გამოცდის ჩაბარება უწევს.
18 წლის ნახევარმცველი 15:00 საათზე რუსთავში, მე-15 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებს, რის შემდეგაც გუნდს პირდაპირ „დინამო არენაზე“ შეუერთდება. ასევე გეტყვით, რომ გაბრიელმა უკვე ჩააბარა გამოცდები ქართულსა და ინგლისურში.
შეგახსენებთ, რომ „დინამოსა“ და „ასტანას“ შორის პირველი მატჩი ყაზახეთში ფრედ, 1:1 დასრულდა და იმ შეხვედრაში თბილისური კლუბის მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ გაბრიელ სიგუამ გაიტანა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს