ოფიციალურად - კიმი ბაიერნის ფეხბურთელია
ბოლო დღეების განმავლობაში კიმ მინ-ჯეს „ბაიერნში“ ტრანსფერი გაიწელა. გუშინ, „რეკორდმაისტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში მოგვარდებოდა.
როგორც ჩანს, რამდენიმე დღე საჭირო არ გახდა. სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა „ბაიერნის“ ფეხბურთელი. ამის შესახებ ინფორმაცია, გერმანული გიგანტის ვებ-გვერდმა გაავრცელა. კიმმა მიუნხენურ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
Made for ???????????? — made for ????????????! ????⚪ #ServusMinjae #FCBayern #MiaSanMia pic.twitter.com/aJs1KrqZWT
— FC Bayern München (@FCBayern) July 18, 2023
შეგახსენებთ, რომ კიმ-მინ ჯე „ნაპოლის“ 2022 წლის ზაფხულში „ფენერბახჩედან“ შეუერთდა და „პარტენოპეისთან“ ერთად ისტორიული სერია ა მოიგო.
2022 წლიდან დღემდე, 26 წლის ცენტრალურმა მცველმა ნეაპოლური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 45-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.