ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა დიმაროში ჩავიდა და ნაპოლის შეუერთდა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარცხელია „პარტენოპეის“ შეუერთდა.

რუდი  გარსიას გუნდი წინასასეზონო შეკრებას დიმაროში გადის, სადაც ხვიჩა ცოტა ხნის წინ ჩავიდა. ამის ამსახველი კადრები იტალიურმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „ნაპოლი“ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. დიმაროში ქართველი ფეხბურთელის გუნდს ორი ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი. 20 ივლისს „ანაუნესთან“ და 23 ივლისს „სპალთან“.

„ნაპოლი“ დიმაროს 25 ივლისს დატოვებს. 28 ივლისს, „კვარა“ და კომპანია კასტელ დი სანგროში გადაინაცვლებენ და იქ 12 აგვისტომდე დარჩებიან, შემდეგ კი სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრისთვის მოემზადებიან, რომელშიც 19 აგვისტოს, გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18 ივლისის სატრანსფერო ზონა
18 ივლისის სატრანსფერო ზონა