ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შესანიშნავი ფეხბურთელია, ერთი სეზონით დარჩება “ | შოტლანდიელი კომენტატორი კვარაზე

დონ ჰატჩინსონი ყოფილი შოტლანდიელი ფეხბურთელია, რომელიც Talksport-ისა და ESPN-ის კომენტატორი გახლავთ. ჰატჩინსონმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „კვარას“ გადაბირება „ნიუკასლს“ უნდა.

„ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია. ნაპოლის ხელმძღვანელებმა ვიქტორ ოსიმენს ფასი 180-190 მილიონი ევრო დაადეს, რათა იგი არავინ იყიდოს. ჩემი აზრით, კვარაცხელია ნეაპოლში კიდევ ერთი სეზონით დარჩება. რატომ უნდა წავიდეს? სერია A-ს ჩემპიონი გახდა და ეცდება, ტიტული კიდევ ერთხელ მოიგოს“.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ „კაჭკაჭებმა“ „პარტენოპეის“ წინადადებით მიმართეს და მზად არიან, „კვარას“ სანაცვლოდ 95 მილიონი ევრო გადაიხადონ. ბრიტანელი ჟურნალისტის, პიტ ორურკის თქმით, „კაჭკაჭები“ ხვიჩას გაფორმებას იმ შემთხვევაში შეძლებენ თუ ტოპ ვარსკვლავს გაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პაულო კოსტას ჩაანაცვლებს | რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება
პაულო კოსტას ჩაანაცვლებს | რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება