Aa
Aa

"თავი მესი გგონია?" - კონფლიქტის ახალი დეტალები გასაჯაროვდა

როგორც ჩანს, ნეიმარისა და კავანის კონფლიქტს დასასრული არ უჩანს.

Daily Mail-ი El Pais-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ედინსონ კვაანისა და ნეიმარს შორის გასახდელში შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ურუგვაელმა ბრაზილიელს უთხრა: "როგორ ფიქრობ ვინ ხარ? თავი მესი გგონია?"

ხუმრობით თქვა, თუ სერიოზულად? კავანის სახეზე ემოცია არ შეიმჩნეოდა. რა თქმა უნდა, ნეიმარმა ეს ნათქვამი ცუდად მიიღო და მათი კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდა.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ კავანიმ პრესასთან საუბრისას მესი ახსენა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

როგორც მოგეხსენებათ, პარიზელთა ორი ლიდერის დაპირისპირება უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. კონფლიქტის დასრულება თავის თავზე "პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ აიღო, თუმცა მისი ყველა მცდელობა კრახით დასრულდა.

როგორც ჩანს, ფრანგულ კლუბში საკმარისი გავლენა არავის აქვს, რომ ეს ბავშვურ უთანხმოებას წერტილი დაუსვას და გუნდი კვლავ ერთ მუშტად შეკრას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები