ნიუკასლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „ნიუკასლის“ ინტერესის შესახებ იტალიური პრესა უკვე ორი დღეა წერს. ცნობილი იტალიური გამოცემების შემდეგ, ამ თემას ბრიტანული SPORTbible-ი შეეხო.

„ეს ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება. ნიუკასლის სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა დაიწყო, მაგრამ ისინი ტემპს აძლიერებენ და ეს იქნება დიდი განზრახვის განცხადება...“ - ვკითხულობთ ბრიტანული ტაბლოიდის სათაურში.

აი რას წერს SPORTbible:

„გავრცელებული ინფორმაციით, ნიუკასლმა ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე რეკორდული სატრანსფერო შეთავაზება (პირადული) წარუდგინა, რადგან ედი ჰაუს საზაფხულო ხარჯები გრძელდება.

კაჭკაჭებს სურთ, რომ გასული სეზონის წარმატებებს დაეყრდნონ და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრის შემდეგ, ახალ სეზონში უზრუნველყოფილნი იყვნენ.

კლუბის მფლობელებს იმედი აქვთ, რომ გუნდი გასული სეზონის გადაჭარბებულად კარგი შედეგის შენარჩუნებას და პროგრესს გააგრძელებს. კლუბს სურს, რომ რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე დაიმატოს, რათა სასტარტო შემადგენლობა გააძლიეროს და გადატვირთული სეზონის წინ მას სიღრმე შემატოს.

ნიუკასლმა უკვე მილანიდან 23 წლის სანდრო ტონალი გაიფორმა. ეს კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა (55 მილიონი ფუნტი). თუმცა ამჯერად, კაჭკაჭები კვარაცხელიას გაფორმებით კლუბის რეკორდს დაამყარებენ.

იტალიური გამოცემის Corriere dello Sport-ის ცნობით, ნიუკასლმა კვარაცხელიასთვის 82 მილიონი ფუნტის სახით ნაპოლის გადაწყვეტილების შესამოწმებლად გამხსნელი შეთავაზება წარადგინა.

22 წლის კვარაცხელია უკვე ნაპოლისთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. თუ, შეთავაზება დაიბლოკება, ნიუკასლი მზადაა ის 85 მილიონ ფუნტამდე გაზარდოს.

კვარაცხელიას თამაშმა უამრავი ევროპული ტოპ კლუბის ყურადღება მიიპყრო და თუ ნიუკასლი მის გაფორმებას შეძლებს, ეს კლუბის მიზნებისა და განზრახვების მთავარი ნიშანი იქნება“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ პირველი სატრანსფერო შეთავაზების კვალობაზე, „ნიუკასლმა“ „ნაპოლის“ საკმაოდ სერიოზული და მსუყე წინადადება გაუკეთა. ხშირად არ ხდება, რომ კლუბები ვაჭრობას 82 მილიონი ფუნტით იწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის ყიდვას მხარს ვუჭერ“ - პფაფი მამარდას ბაიერნში ტრანსფერზე
„მის ყიდვას მხარს ვუჭერ“ - პფაფი მამარდას ბაიერნში ტრანსფერზე