ინტერ მაიამიმ მესი წარადგინა
ახალი არავისთვის არის, რომ ლიონელ მესი მომავალი სეზონიდან „ინტერ მაიამის“ ღირსებას დაიცავს. დღეს კი დევიდ ბექჰემის კლუბმა არგენტინელი სუპერვარსკვლავი ოფიციალურად წარადგინა.
BIENVENIDO 1️⃣0️⃣ pic.twitter.com/df1TJQQoYv
— Inter Miami CF (@InterMiamiCF) July 15, 2023
შეგახსენებთ, რომ 7 ოქროს ბურთის მფლობელს ამერიკულ კლუბში ისტორიული რეკორდის მოხსნის შანსი აქვს.
„ინტერი მაიამის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 29 გოლით გონსალო იგუაინია. თუ მესი მინიმუმ 30-ს გაიტანს, გუნდის ისტორიაში ახალ ფურცელს გადაშლის.
ასევე გეტყვით, მესისთან ერთად „ინტერ მაიამიში“ სერხიო ბუსკეტსი ითამაშებს. ასევე, მიმდინარეობს საუბრები, რომ დევიდ ბექჰემი თავის კლუბში ჟორდი ალბას და ანდრეს ინიესტასაც მიიყვანს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს