პსჟ, ლუის ენრიკე, კეილორ ნავასი
Aa
Aa

ენრიკეს მოთხოვნაა - პსჟ 8 ფეხბურთელს ჰყიდის

როგორც მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ფრანგული გრანდი ლუის ენრიკემ ჩაიბარა.

რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელს თავისი პრინციპები და შეხედულებები აქვს. გამონაკლისი არც ესპანელი სპეციალისტია.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე თვლის, რომ „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობა ზედმეტად გაფართოებულია და გუნდში ბევრმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. აქედან გამომდინარე, „ლუჩო“ 8 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში პარედესი, კურჟავა, ნავასი, დრაქსლერი, დაგბა, ვაინალდუმი, დიალო და მაურო იკარდი არიან.

შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან პარიზულ კლუბში მარკო ასენსიო, მილან შკრინიარი, ლუკას ერნანდესი, მანუელ უგარტე და ლი კანგ-ინი ითამაშებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
100+5 მლნ - დეკლან რაისის ტრანსფერი არსენალის ისტორიაში სარეკორდოა
100+5 მლნ - დეკლან რაისის ტრანსფერი არსენალის ისტორიაში სარეკორდოა