მადრიდის ატლეტიკო, ლუკა ჩხენკელი, უქიმერიონი
Aa
Aa

11 წლის ლუკა ჩხენკელი მადრიდის ატლეტიკოს აკადემიაში ითამაშებს

ესპანეთში, კონკრეტულად კი  ბენიდორნში, მადრიდის „ატლეტიკოს“ ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელის ანტონიო ლოპესის სახელობის კემპი მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ დასრულდა.

კემპი ერთი კვირის მანძილზე გრძელდებოდა და ესპანელ ბავშვებთან ერთად მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ასობით ბავშვი იღებდა.

გამონაკლისი არც საქართველო იყო. ჩვენი ქვეყნიდან საფეხბურთო აკადემია „უქიმერიონის“ 11 წლის მოთამაშე ლუკა ჩხენკელი იღებდა მონაწილეობას.

„უქიმერიონის“ „ფეისბუქ“ გვერდიდან ვიგებთ, რომ ჩხენკელი აღნიშნული კემპის MVP გახდა, მისით მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა, შეთავაზება გაუკეთეს და უკვე სექტემბერში მას შეკრებაზე ელოდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის წინასასეზონო შემადგენლობა | რატომ ვერ მოხვდნენ კვარა და ოსიმენი
ნაპოლის წინასასეზონო შემადგენლობა | რატომ ვერ მოხვდნენ კვარა და ოსიმენი