„პსჟ უსულო კლუბია, ფეხბურთელების ციხეა, მათ აშანტაჟებენ...“
Aa
Aa

„პსჟ უსულო კლუბია, ფეხბურთელების ციხეა, მათ აშანტაჟებენ...“

მარკო ვერატის ყოფილმა აგენტმა დონატო დი კამპლიმ მის ყოფილ კლიენტზე და პსჟ-ს არასწორ პოლიტიკაზე ისაუბრა. პარიზული კლუბის მიმართ კრიტიკას არ მოერიდა.

„პარიზში ფეხბურთელები პატიმრობაში არიან და ყოველთვის აკეთებენ იმას, რაც კლუბს სურს და არა ის, რაც მათ სურთ. ეს არის ციხე, სადაც შანტაჟი ხდება.

პსჟ ყოველთვის შანტაჟით მოქმედებს. ჩვენ (ვერატი) ბარსელონაში ტრანსფერი გვინდოდა და ემირს ეს აშკარად არ მოეწონა. ალ-ხელაიფიმ მითხრა, რომ თუ გავაგრძელებდი ბარსასთან გარიგების დადებას, ვერატი ჩემთან თანამშრომლობას შეწყვეტდა... და ბოლოს ეს მოხდა კიდეც. დარწმუნებული ვარ, მარკოს შეეშინდა – ამას არ აღიარებს, მაგრამ ასეა.

პირველივე დღიდან ვერატი პსჟ-ში ციხეში იყო. როცა ბარსელონასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, პსჟ მას რამდენჯერმე შეხვდა - უთხრეს, რომ ნეიმარს გაიფორმებდნენ, მის ირგვლივ გუნდს ააშენებდნენ...

თუ შენ მათ წინააღმდეგ წახვალ, ეს პირადული ხდება.

ბართომეუ ალ-ხელაიფის ურეკავდა, მაგრამ ის ზარებს არასოდეს პასუხობდა. მათთან საშინელი გამოცდილება მაქვს. მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ, ეს არის კლუბი, რომელსაც სული არ აქვს. ისინი არ უშვებენ არავის, რადგან ემირი და ალ-ხელაიფი ფიქრობენ, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება, რომ მხოლოდ ფულით შეუძლიათ მსოფლიოს დაპყრობა. მაგრამ ეს აშკარად შეუძლებელია“,

- თქვა დონატო დი კამპლიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით