ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ბერნარდუ ან ლო ჩელსო - ჩავის მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს

ჩავი კლუბს ბერნარდუ სილვას შეძენას სთხოვს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

„ბარსელონაში“ ესმით, თუ რამდენად რთული იქნება ბერნარდუს ტრანსფერზე მუშაობა. ჩავი მათ პორტუგალიელის გაფორმებას დაჟინებით სთხოვს. „ბლაუგრანაში“ თვლიან, რომ მათ მხოლოდ ერთი შანსი აქვთ - გუარდიოლა სილვას დაჰპირდა, რომ თუ წასვლის სურვილი ექნებოდა, მას ამის საშუალებას მისცემდა.

ცნობილია, რომ ბერნარდუს „ბარსას“ მიმართ სიმპათიები აქვს და ჩავისთან გუნდში თამაშის სურვილიც გააჩნია.

წყაროს ცნობით, „ბარსელონამ“ შესაძლოა სილვას 1-წლიანი იჯარის წესით აყვანა სცადოს, რასაც გამოსყიდვის უპირატესი უფლებაც ექნება.

კლუბში ასევე იმედი აქვთ, რომ რამდენიმე მოთამაშეს გაყიდვას შეძლებენ, რათა სახელფასო ჭერი შეამცირონ.

„სიტის“ სიტუაციის დროულად გარკვევა სურს, რადგან თუ სილვა წავა, კლუბს მისი შემცვლელის შეძენა დროულად სურს.

თუ, „ბარსა“ ჩავის სურვილს ვერ დააკმაყოფილებს, მათი სათადარიგო ვარიანტი არგენტინელი ჯოვანი ლო ჩელსოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემი შთაგონების წყარო კვარაა“ - კვერნაძის ინტერვიუ
“ჩემი შთაგონების წყარო კვარაა“ - კვერნაძის ინტერვიუ