ლივერპული, სტივენ ჯერარდი, ჯორდან ჰენდერსონი, ალ ეტიფაქი
Aa
Aa

უარი ჯერარდს - ჰენდერსონი ალ ეტიფაქში არ გადავა

როგორც მოგეხსენებათ, სტივენ ჯერარდი კარიერას საუდის არაბეთში აგრძელებს. ლეგენდარული ინგლისელი „ალ ეტიფაქის“ მთავარი მწვრთნელია.

დანიშვნის დღიდან, სტივენს საკუთარ გუნდში ჯორდან ჰენდერსონის გადაბირება სურდა და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა, თუმცა, როგორც ჩანს არაფერი გამოუვიდა.

CBS Sport იუწყება, რომ „ლივერპულის“ კაპიტანმა ჯერარდს უარი უთხრა. ამის მიზეზი კი ევროპის ჩემპიონატია. ჯორდანს ევრო 2024-ზე სურს თამაში და თვლის, რომ საუდის არაბეთში გადასვლა ამაში ხელს შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნახევარმცველს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. წყაროს ცნობით, ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, საუდის არაბეთში გადასვლაზე დათანხმდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ზეწოლის ქვეშ თამაში აღარ სურდა“ - ლაპორტა მესის გადაწყვეტილებაზე
“ზეწოლის ქვეშ თამაში აღარ სურდა“ - ლაპორტა მესის გადაწყვეტილებაზე