დინამო თბილისი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ჭიაბრიშვილი, ასტანა
Aa
Aa

მნიშვნელოვანი დანაკლისით - თბილისის დინამო ასტანაში ჩაფრინდა

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ყაზახეთს 21 ფეხბურთის შემადგენლობით ეწვია. საზარდულის ტრავმის გამო თბილისურ კლუბს ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი ვერ დაეხმარება.

დინამო თბილისის შემადგენლობა ასტანას წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია, ლუკა კუტალაძე, დავით კერესელიძე

მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლუკა ლაკვეხელიანი

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, გაბრიელ სიგუა, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი

შემტევები: უსმანე კამარა, მუსა სანგარე, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი შეხვედრის მასპინძელ ასტანა არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 11 ივლისს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.

​ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ადგილობრივ ასტანასა და დინამო თბილისს შორის 12 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისთვის პრიორიტეტი აღარ ვართ“ - სლოვანში ჩაკვეტაძეზე ისაუბრეს
„მისთვის პრიორიტეტი აღარ ვართ“ - სლოვანში ჩაკვეტაძეზე ისაუბრეს