ქუთაისის ტორპედო, სტივ კინი, დევიდ მარტინდეილი, ბრიუს ანდერსონი
Aa
Aa

უარი ტორპედოს - შოტლანდიელი ფორვარდი ქუთაისში არ ითამაშებს

„ლივინგსტონის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მარტინდეილმა მისი გუნდის ფორვარდზე, ბრიუს ანდერსონზე ისაუბრა, რომელსაც ქუთაისის „ტორპედო“ იწვევდა. საბოლოოდ, ანდერსონმა ამ წინადადებაზე უარი თქვა, „ლივინგსტონში“ დარჩა, თუმცა უცნობია რა იყო „ტორპედოს“ წინადადება, მარტინდეილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შეთავაზება 6-ციფრიანი იყო. ამ კომენტარით რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სარფიანი იყო ქართული კლუბის წინადადება.

დევიდ მარტინდეილი: „ბრიუსმა ნებართვა აიღო, რომ ქართულ კლუბთან ესაუბრა. ის ნამდვილად 6-ციფრიანი შეთავაზება იყო. ყველაფერი ფეხბურთელის ნებაზეა, თუმცა მისი გუნდიდან გაშვება არ მსურდა, მასთან კიდევ 1-2 სეზონი ვიმუშავებ''.

24 წლის ბრიუს ანდერსონმა, რომელიც ამპლუით ფორვარდია, გასულ სეზონში „ჰიბერნიანის“ რიგებში 31 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. მისი პოზიციიდან გამომდინარე შედეგიანობა დაბალია.

შეგახსენებთ, „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი სტივ კინია, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგაში „ბლექბერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმუშავია. საქართველოში ჩამოსვლამდე „ჰიბერნიანის“ აკადემიის დირექტორი იყო.

„ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, მისი მეტოქე „სარაევოა“. პირველი შეხვედრა ქუთაისში 13 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 20 ივლისს სარაევოში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები