ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

მეისონ მაუნტი - მანჩესტერ იუნაიტედის ახალი “შვიდიანი“

მეისონ მაუნტის საკითხი დასრულდა. ინგლისელი ნახევარმცველი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია. „წითელ ეშმაკებს“ მეისონი 55 მილიონი ევრო დაუჯდათ. მაუნთს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

„ძალიან მიხარია ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობა. არასდროს არის ადვილი იმ კლუბის დატოვება, სადაც გაიზარდე, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემი კარიერისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა.“

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ინგლისელი 2005 წლიდან „ჩელსის“ აკადემიაში ირიცხებოდა. მთავარ გუნდში კი 2017 წელს დააწინაურეს.

ჯამში, მეისონ მაუნტმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 195-ჯერ მოირგო, 33 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მეისონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი „შვიდიანია“. ეს ისტორიული ნომერი მაუნტისთვის საპასუხისმგებლოა, რასაც ღიად განაცხადებს:

„7-ნომრიანი მაისურის ტარება დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომლისთვისაც მზად ვარ. კარგად მაქვს გააზრებული, თუ ვინ ატარებდა ამ კლუბში ამ ნომერს.“

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიე გაუშვა
    ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიე გაუშვა