ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მოლაპარაკებები ახლა დაიწყო“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას კონტრაქტზე

„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი იტალიურ მედიაში ერთ-ერთი მთავარი კითხვაა და ამასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ადგილობრივ პრესაში სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ვალტერ დი მაჯომ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

რას ამბობს დი მაჯო:

„ნაპოლის“, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას ერთმანეთთან ხელშეკრულების გახანგრძლივების ინტერესი აქვთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. მხარეებს შორის საუბარი ახლა დაიწყო და ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ამიტომ, გარკვეული დრო დასჭირდება იმას, სანამ გავიგებთ როგორ განვითარდება მოვლენები.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა, გავრცელებული ინფორმაციით კი ერთ სეზონში ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს იღებს. ადგილობრივ პრესაში იწერება, რომ ახალი კონტრაქტით, ხელშეკრულება 2028 წლამდე გახანგრძლივდება და ანაზღაურებაც გაორმაგდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი: ირწმუნეთ ჩვენი რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის
მამარდაშვილი: ირწმუნეთ ჩვენი რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის