ტონი კროოსი
Aa
Aa

„ჯერ კიდევ კარგი ვარ“ - კროოსმა კარიერის დასრულება გადადო

ტონი კროოსს არ უნდა, რომ კარიერა ისეთ დროს დაასრულოს, როცა დაღმავლობა ექნება და ხალხი მის ძველ წლებს გულდაწყვეტით გაიხსენებს.

„ერთი-ორი ცუდი მაგალითია. როცა კარიერას ასრულებ, იყო ის ფეხბურთელი, რომელიც ხალხს ახსოვს, რომ როდისღაც იყავი... მე ეს არ მინდა.

ასე რომ, გარკვეული დროით ველოდი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ ვიგრძენი, რომ ეს სეზონი ისევე წარიმართა, როგორც ბოლო ცხრა მადრიდში.

გადაწყვეტილება ეფუძნება ორ ფაქტორს. მე ჯერ კიდევ საკმარისად კარგი ვარ. და მე მაინც ვიღებ სიამოვნებას. თუ ამ ორი კომპონენტიდან ერთ-ერთი გაქრება, მაშინ ეს კარიერას დავასრულებ”,

- განუცხადა 33 წლის გერმანელმა RTL-ს.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი 2023 წლის ზაფხულში კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა. მან სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა. მადრიდელები გერმანელის 1 წლით დარჩენას სთხოვდნენ და როგორც ჩანს, კროოსმა ეს თავადვე გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიკბოქსინგი: ლუკა შონია ევროპული თამაშების გამარჯვებულია
კიკბოქსინგი: ლუკა შონია ევროპული თამაშების გამარჯვებულია