ტაეკვანდო, ზურაბ კინწურაშვილი
Aa
Aa

საზეიმო დახვედრა - ზურა კინწურაშვილი სამშობლოში დაბრუნდა

პოლონეთში მიმდინარე ევროპული თამაშების ჩემპიონი ტაეკვანდოში ზურა კინწურაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდა სპორტსმენს გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

მესამე ევროპული თამაშების გამარჯვებულმა აეროპორტში კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიული მედალი კინწურაშვილმა ბოსნიელი სპორტსმენის დამარცხებით მოახერხა. ფინალში ზურამ ნეძად ჰუსიჩს ანგარიშით 8:3 მოუგო.

ფინალამდე კი ქართველმა მებრძოლმა სამ მეტოქეს ირლანდიელ ლეროი ნსილუ დილნადუს , ესპანელ ბარერა ქესედასა და სერბ სტეფან ტაკოვს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. მედლები სანდრო ბაზაძემ (ოქრო), ზურაბ კინწურაშვილმა (ოქრო), ზაზა ნადირაძემ (ვერცხლი), ელენე ლოლაძემ (ბრინჯაო) და გოგიტა არქანიამ (ბრინჯაო) მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20-წლამდელთა ევროპა: აივაზიანისა და ხოზრევანიძის ოქროს მედლები
20-წლამდელთა ევროპა: აივაზიანისა და ხოზრევანიძის ოქროს მედლები