ლივერპული, მადრიდის რეალი, ფედერიკო ვალვერდე
Aa
Aa

ვალვერდე ლივერპულში? - რეალი მზადაა ურუგვაელი გაყიდოს

El Nacional-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“ მზადაა ფედერიკო ვალვერდეს დაემშვიდობოს. 24 წლის ურუგვაელი ნახევარმცველით „ლივერპულია“ დაინტერესებული. თუ ინგლისური კლუბი ესპანურ გრანდს 90 მილიონ ევროს შესთავაზებს, „რეალი“ ვალვერდეს ტრანსფერს დათანხმდება.

24 წლის ვალვერდეს „რეალთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ფედერიკოს „პენიაროლში“ (2015-16), „რეალის“ სარეზერვო გუნდსა (2016-17) და „დეპორტივოში“ (იჯარა, 2017-18) უთამაშია. 2017 წლიდან „რეალის“ ფეხბურთელია, „სამეფო კლუბთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო (2021-22), ლა ლიგა კი - ორჯერ (2019-20, 2021-22).

გასულ სეზონში ფედერიკო ვალვერდემ „რეალისთვის“ ჩატარებულ 56 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. ყველაზე შედეგიანი პერიოდი სეზონის პირველ ნახევარში ლა ლიგაში ჰქონდა, როცა ზედიზედ ჩატარებულ 10 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები