გიორგი მამარდაშვილი, იან ობლაკი
Aa
Aa

ატლეტიკო და მამარდაშვილი | გიორგის ობლაკის შემცვლელად მოიაზრებენ

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდის რადარზე იმყოფება. „ღამურების“ ახალგაზრდა ფეხბურთელს ყველაზე ხშირად „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებდნენ და ესპანურ პრესაში „ატლეტიკოს“ ინტერესზეც დაიწერა.

El Chiringuito-ს ჟურნალისტის, ალექს სილვესტრეს ინფორმაციით, „ბლანკოსი“ მამარდაშვილს აქტიურად აკვირდება და მის გარშემო შექმნილ ვითარებას სწავლობს. თუ მადრიდელებმა იან ობლაკის თაობაზე დამაკმაყოფილებელი წინადადება მიიღეს, ვეტერან მეკარეს შეელევიან და აქცენტს „მამარდას“ გაფორმებაზე გადაიტანენ.

როგორც El Chiringuito-ს ჟურნალისტი ამბობს, ობლაკის წასვლის შემთხვევაში, მამარდაშვილი „ატლეტიკოს“ ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება. „ვალენსია“ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს და მადრიდელებისთვის ეს თანხა პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ „მამარდას“ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა  100 მილიონი ევროა. 2022/23 წლების სეზონში ახალგაზრდა ქართველმა „ღამურების“ აბსოლუტურად ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდი ლა ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართულ პასპორტს იღებს“ - რუსული კლუბის პირველი პირი მარადიშვილზე
„ქართულ პასპორტს იღებს“ - რუსული კლუბის პირველი პირი მარადიშვილზე