გიორგი მიქაუტაძე, ენრიკე არაუხო
Aa
Aa

მეცმა მიქაუტაძის შემცვლელს მიაგნო? - ქართველი კლუბს ტოვებს

ახალი სეზონის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე დიდი ალბათობით ფრანგულ კლუბს დატოვებს და ტოპ-5 ლიგის რომელიმე კლუბში იასპარეზებს. ამის შესახებ ფრანგული და არამხოლოდ ფრანგული გამოცემები აქტიურად წერენ.

შესაბამისად, „მეცი“ ქართველი ფეხბურთელის შემცვლელს ეძებს. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ სეზონში მიქაუტაძე თავის კლუბს ბომბარდირად მოევლინა, ქართველის შეცვლა ადვილი არ უნდა იყოს. ამასთან, 22 წლის შემტევი ლიგა 2-ის საუკეთესო გოლეადორი გახდა და გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მიიღო.

ცნობილი ფრანგული გამოცემა Sport.fr-მა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ „მეცმა“ მიქაუტაძის შემცვლელს „ბენფიკაში“ მიაგნო. ფრანგული კლუბის ყურადღების ცენტრში 21 წლის პორტუგალიელი ფორვარდი, ენრიკე არაუხო მოექცა. ახალგაზრდა შემტევი „ბენფინკას“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარის წესით პრემიერ ლიგის კლუბ „უოტფორდში“ გაატარა.

არაუხო 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების ღირსებასაც იცავს, ცოტა ხნის წინ კი მისი გუნდი ევროპირველობის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან 2:0 დამარცხდა. ამ შეხვედრაში, არაუხო მეორე ტაიმის დასაწყისში, შეცვლაზე შემოვიდა და მატჩის ბოლომდე ითამაშა.

ფრანგული გამოცემის მტკიცებით, „მეცის“ ხელმძღვანელები 21 წლის ფეხბურთელის იჯარით დამატებას ეცდებიან, რადგან „ბენფიკას“ ხელმძღვანელებს არაუხოს გაყიდვა არ სურთ და მასზე სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებენ.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი „მეცმა“ ლიგა 2-ში მეორე ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა, რაშიც გიორგი მიქაუტაძემ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 24 გოლი გიატანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას შანსი შემცირდა? - ონანას შეცვლის მთავარი კანდიდატი ზომერია
მამარდას შანსი შემცირდა? - ონანას შეცვლის მთავარი კანდიდატი ზომერია