ნიკა გაგნიძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

გაგნიძე ერთ თვეში დაბრუნდება - სავარაუდოდ, ვარძუკაშვილთან იმკურნალებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ბელგიასთან მიღებული ტრავმის გამო ტურნირს დაემშვიდობა, თუმცა კარგია რომ მძიმე ტრავმას გადაურჩა, ჯვარედინი იოგის გაწყვეტა არ დაუდასტურდა. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდება. ერთვიან პერიოდში თერაპიის კურსი ჩაუტარდება, რასაც ინდივიდუალური ვარჯიშები დაემატება.

სავარაუდოდ, გორის „დილას“ ნახევარმცველი გამორჩეული ქართველი ექიმის, მერაბ ვარძუკაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ იმკურნალებს.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ ტურში ნიკა გაგნიძემ პორტუგალიასთან მოგებულ მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. ბელგიასთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო, თუმცა ტრავმის გამო 71-ე წუთზე შეცვალეს.

გასული სეზონის პირველ ნახევარში ნიკა გაგნიძე იჯარით თურქეთის სუპერლიგის „უმრანიესპორში“ თამაშობდა, შემდეგ გორის „დილაში“ დაბრუნდა. ამ თემაზე რამაზ სვანაძემ ნიდერლანდებთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ნიკა გაგნიძის შემთხვევაში კარგი ის არის, რომ ის ოპერაციას გადაურჩა, თუმცა დაახლოებით 1 თვიანი რეაბილიტაციის გავლა მოუწევს. ამის მიუხედავად, ის ჩვენთან ერთად დარჩება, რადგან უნდა აღვნიშნო, რომ ის ამ ნაკრების გულია როგორც მოედანზე, ისევე გარეთ. ამ ბიჭმა სარფიან კონტრაქტზე თქვა უარი, როდესაც თურქეთიდან ჰქონდა შემოთავაზება, რადგან იქ სათამაშო პრაქტიკა არ ექნებოდა. ამის მიუხედავად, ის დაბრუნდა თავი გუნდში, გორის „დილაში“, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები