ვალენსია, ბარნლი, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ბარნლი ვალენსიას დარწმუნებას ცდილობს - კომპანი მამარდას ტრანსფერზე გააქტიურდა

Mirror-ის ცნობით, „ბარნლი“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე გააქტიურდა. „ვალენსიამ“ მამარდაშვილის გასაყიდ თანხად 21,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაასახელა, რამაც რამდენიმე ევროპული კლუბი დააფრთხო. ახლა „ბარნლი“ “ვალენსიას“ დარწმუნებას ცდილობს, რომ მამარდაშვილი 13 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინოს, რასაც ფეხბურთელის თამაშიდან გამომდინარე ბონუსები დაემატება. 

გიორგი მამარდაშვილს პრემიერ ლიგაში თამაში სურს, თუმცა მხოლოდ ისეთ კლუბში გადავა, რომელსაც კარგ პროექტად მიიჩნევს.

„ბარნლის“ მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი პრემიერ ლიგისთვის გუნდის ფორმირებას ცდილობს. გუნდისთვის მაღალი დონის მეკარე და ძლიერი დაცვის ხაზი მნიშვნელოვანია, კლუბის ტექნიკური დეპარტამენტი და მთავარი მწვრთნელი ქართველის დამატებას აქტიურად განიხილავენ და ეს მცირე ინტერესი არაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის მიმართ ინტერესი „ბრაიტონმა“ და „ბრენტფორდმა“ აჩვენეს, თუმცა მათთვის აღნიშნული სატრანსფერო თანხა მისაღები არ იყო.

შეგახსენებთ, მამარდაშვილის მიმართ მილანის „ინტერს“ დიდი ინტერესი ჰქონდა, იტალიური კლუბი ანდრე ონანას უპირველეს შემცვლელად ქართველს განიხილავდა, თუმცა Gazzetta-ს ინფორმაციით, ვითარება შეიცვალა. ამ ეტაპზე ონანას შეცვლის მთავარი კანდიდატი იან ზომერია.

ასევე გეტყვით, რომ გასული წლიდან მოყოლებული ვენსან კომპანს გიორგი მიქაუტაძის გადაბირება სურს და შესაძლოა „ბარნლიში“ ორი ქართველი ფეხბურთელი აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დრიბლინგი, წარმოსახვის უნარი და სისწრაფე“ - Corriere dello Sport-ი კვერნაძეზე წერს
„დრიბლინგი, წარმოსახვის უნარი და სისწრაფე“ - Corriere dello Sport-ი კვერნაძეზე წერს