საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ფეხბურთის თამაში შეუძლებელია - შოტლანდია-საქართველო შეწყდა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში შოტლანდია „ჰემპდენ პარკზე“ საქართველოს მასპინძლობს. ანგარიში მე-6 წუთზე კალუმ მაკგრეგორმა გახსნა, თუმცა მალევე შეხვედრა ძლიერი წვიმის გამო შეწყდა. შესაძლოა მატჩი განახლდეს, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო თამაშის განახლება რთული წარმოსადგენია.

ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. უცნაურია, UEFA-ს წარმომადგენლებმა ფეხბურთელებს მატჩის დაწყების უფლება რატომ მისცეს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, წვიმა შეწყდა და მოედნის საფარის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლმა სასტარტო 11-ეულის მიღმა კვიპროსთან გამარჯვების გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი დატოვა. ასევე, კვიპროსთან სასტარტოში მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე შოტლანდიასთან სათადარიგოთა სკამზე იჯდება. ფრანგმა საფეხბურთო სპეციალისტმა შოტლანდიის წინააღმდეგ სასტარტო 11-ეულში შემდეგი ფეხბურთელები შეიყვანა:

მამარდაშვილი, დვალი, კაკაბაძე, კაშია (კ), კვერკველია, გაგნიძე, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ლობჟანიძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების სათადარიგოთა სკამზე შემდეგი მოთამაშეები სხედან: ლორია, გუგეშაშვილი, გველესიანი, ზივზივაძე, დავითაშვილი, ქვილითაია, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, აზაროვი, შენგელია, ჩაკვეტაძე, ალთუნაშვილი

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა სასტარტოში შემდეგი ფეხბურთელები გაამწესა:

განი, ჰიკი, პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი, რობერტსონი (კ), მაკტომინეი, გილმორი, მაკგრეგორი, მაკგინი, დაიკსი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები