პელე, პატრიკ კლუივერტი
Aa
Aa

კლუივერტი: “პატივისცემა პელეს და მარადონას, მაგრამ მესი საუკეთესოა“

ფეხბურთის მოყვარულები ხშირად კამათობენ იმაზე, თუ ვინ არის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი აქვს, რომლის დაფიქსირებასაც არავინ ერიდება.

გამონაკლისი არც ნიდერლანდების ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტი, რომლისთვისაც მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.

კლუივერტი:

„დიდი პატივისცემა პელეს, მარადონას, კრუიფს და სხვა ლეგენდებს, მაგრამ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. რაც ლიონელმა გააკეთა მას ყველა დროის საუკეთესოდ აქცევს. მან მსოფლიო ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, არც კი მახსოვს რამდენი ჩემპიონთა ლიგა და უამრავი ინდივიდუალური ტიტული მოიგო. მესიმ შეძლო ის ყველაფერი, რაც ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი მომავალი სეზონიდან კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს, სადაც ახალი რეკორდის დამყარება შეუძლია. საქმე გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ეხება. ამ მომენტისთვის, დევიდ ბექჰემის საუკეთესო გოლეადორი 29 გოლით გონსალო იგუაინია. თუ მესი 30-ს გაიტანს, ეს წოდება მისი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი არყოფნა ხელს ძალიან შეგვიწყობს“ - რუი ჟორჟე ხვიჩაზე
„მისი არყოფნა ხელს ძალიან შეგვიწყობს“ - რუი ჟორჟე ხვიჩაზე