ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

ცნობილია, როდის დაიწყებს ნაპოლი ახალი სეზონისთვის მზადებას

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

იტალიური გამოცემა Corriere del Mezzogiorno-ს ინფორმაციით, ფეხბურთელები შვებულებების შემდეგ „კასტელ ვოლტურნოში“ 12 ივლისს შეიკრიბებიან. 13 ივლისს სამედიცინო შემოწმებები ჩატარდება, 14 ივლისს კი გუნდი დიმაროს ბაზაზე გადაინაცვლებს, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საწვრთნელი შეკრება თავდაპირველად აზიაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას მოთხოვნით, მოსამზადებელი ეტაპი თავიდან-ბოლომდე იტალიაში გაიმართება, „ნაპოლის“ მეტოქეების ვინაობა კი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტექნიკურ თამაშს უნდა მოუმატოს - რა როლი ექნება კვარას გარსიას ნაპოლიში
ტექნიკურ თამაშს უნდა მოუმატოს - რა როლი ექნება კვარას გარსიას ნაპოლიში