ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

„გარსიას დანიშვნას კვარაზე გავლენა ექნება“ - ანტონიო კორბო ნაპოლის ახალ თავკაცზე

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს მიმომხილველმა და ცნობილმა ჟურნალისტმა, ანტონიო კორბომ „ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე ისაუბრა. კორბოს თქმით, ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას ხვიჩა კვარაცხელიაზე გავლენა ექნება და პარალელი ედენ აზართან გაავლო.

„10-დღიანი სატელეფონო საუბრების შემდეგ, რუდის სიტყვები აურელიო დე ლაურენტისის განცხადებებთან სრულ ჰარმონიაში იმყოფება, მაგრამ მათ ერთმანეთის ნამდვილად რომ ესმოდეთ, ბევრი რამ უფრო მარტივად იქნებოდა. გარსიამ და დე ლაურენტისმა ყველაფერი თქვეს. კვარაცხელია გუნდში რჩება და რუდის იმედი აქვს, მას უკეთესს გახდის.

გემახსოვრებათ, რამხელა გავლენა ჰქონდა გარსიას ედენ აზარზე. ბელგიელმა ლიგა 1-ში სადებიუტო შეხვედრა სწორედ მისი წყალობით ჩაატარა და 2011 წელს, მან და რუდიმ ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგეს. ეს გარსიას ოქროს წელი იყო. ფრანგ სპეციალისტს კვარასთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ალბათ, იგივე ეხება ოსიმენსაც. მთავარი შეკითხვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარასა და ნაპოლის გადაწყვეტილებებს უკავშირდება“.

შეგახსენებთ, რომ საკლუბო სეზონი დასრულებულია და მთელი ყურადღება სანაკრებო ფეხბურთისკენაა მიმართული. რამდენიმე საათში, ხვიჩას თამაშს „ჰემპდენ პარკზე“ ვიხილავთ და საქართველოს ეროვნული გუნდი შოტლანდიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ტექნიკურ თამაშს უნდა მოუმატოს - რა როლი ექნება კვარას გარსიას ნაპოლიში
    ტექნიკურ თამაშს უნდა მოუმატოს - რა როლი ექნება კვარას გარსიას ნაპოლიში