ხვიჩა კვარაცხელია, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა
Aa
Aa

რა უთხრა ზამბო ანგისამ კვარას | „ხვიჩასნაირი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია“

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ძალიან დაეხმარა. „კვარას“ თქმით, „ლაციოსთან“ მატჩამდე, მან და ზამბო ანგისამ საათზე მეტი ისაუბრეს. კამერუნელი თანაგუნდელის სიტყვები ხვიჩასთვის ფუნდამენტური აღმოჩნდა და მათი წყალობით, უფრო თავდაჯერებული გახდა.

ახლახან, ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, The Athletic-მა ზამბო ანგისასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც „პარტენოპეის“ ნახევარმცველი ბევრ თემაზე საუბრობს. ზამბო ანგისას „კვარასთან“ გამართული დიალოგის შესახებაც ჰკითხეს და კამერუნელმა ფეხბურთელმა მისი დეტალები გაგვიზიარა.

„ხვიჩამ და მე დიდხანს ვისაუბრეთ და ვუთხარი: „შენი წყალობით, საქართველოს შეუძლია, დიადი ქვეყანა გახდეს“. რობერტ ლევანდოვსკისგან ავიღე მაგალითი, რომელიც პოლონეთის ნაკრებში თამაშობს და კვარას ვუთხარი: „საკუთარი თავის გამოხატვისა და შენი ფეხბურთის თამაშის არ შეგეშინდეს“. მოგვიანებით, როგორც კვარაცხელიასგან მოვისმინე, ამ დღემ მისი სეზონი შეცვალა.

ხვიჩა ძალიან მომწონს და საუბარი მხოლოდ საფეხბურთო თვისებებზე არ მაქვს. ის მუშაობს, რჩევებს გეკითხება, გამარჯვებასაა მოწყურებული და შთამბეჭდავი ფეხბურთელია. როცა მოედანზე ხარ, შეგიძლია, მისი იმედი გქონდეს. როცა თამაშობს, შენი სურვილია, მას ბურთი მიაწოდო, რადგან საოცრებებს აკეთებს. ზოგიერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მას საერთოდ არ ჰგავს. როცა დიდი მოთამაშე ხდები და ყველა შენზე საუბარს იწყებს, შეიძლება, თავი დაკარგო. ხვიჩა ასეთი არაა. ის მუშაობს, მუშაობს და მუშაობს, ცდილობს, გაიმარჯვოს და გუნდს მაქსიმუმი მისცეს. კვარა ყოველთვის გეუბნება: „ეს ან ის უნდა გავაკეთო და შენ რას ფიქრობ“? მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია“, - განაცხადა ზამბო ანგისამ.

შეგახსენებთ, რომ საკლუბო სეზონი დასრულებულია და მთელი ყურადღება სანაკრებო ფეხბურთისკენაა მიმართული. რამდენიმე საათში, ხვიჩას თამაშს „ჰემპდენ პარკზე“ ვიხილავთ და საქართველოს ეროვნული გუნდი შოტლანდიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა. მიზანი ყოველთვის ერთი იქნება“ - რუდი გარსიას პირველი პრესკონფერენცია
„გუნდში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა. მიზანი ყოველთვის ერთი იქნება“ - რუდი გარსიას პირველი პრესკონფერენცია