ლუის ენრიკე
Aa
Aa

პსჟ ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებებს კარგა ხანია აწარმოებს და როგორც ჩანს, მალე შეთანხმებასაც მიაღწევს.

53 წლის ესპანელი სპეციალისტი უახლოეს დღეებში პარიზულ კლუბს ჩაიბარებს. ელოდებიან, რომ ენრიკე რამდენიმე საათში უკვე პარიზში იქნება.

როგორც ცნობილი იყო, ლუის ენრიკეს გადაბირებით პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი და „ნაპოლი“ ინტერესდებოდნენ. ესპანელი ნეაპოლელებთან თითქოს ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ დე ლაურენტისთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ენრიკეს პსჟ-ში დანიშვნის შესახებ პირველი ინფორმაცია 4 ივნისს გავრცელდა. მას შემდეგ, მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

პარიზელები ახალი გუნდის შექმნას გეგმავენ, რომელიც მესის და ნეიმარის გარეშე იქნება, მბაპეს ირგვლივ. მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელი გუნდს მალე დატოვებს. კლუბი ახალი ტრანსფერებისთვის უკვე ემზადება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ჩაბარებაზე უარი უკვე განაცხადა იულიან ნაგელსმანმა, რომელმაც ლიგა 1-ში მუშაობა არ ისურვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები