ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პირველად, როცა კვარას ვეთამაშეთ, გაგვანადგურა“ - ამბობს გიბრალტარელი ფეხბურთელი

გიბრალტარის ნაკრების ფეხბურთელმა, კიან რონანმა Daily Star-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. 22 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და „ნაპოლის“ ქართველი შემტევის წინააღმდეგ გამართული პირველი შეხვედრა გაიხსენა.

„ხვიჩას წინააღმდეგ პირველი თამაში ივნისში ჩავატარეთ და მაშინ არ ჰქონდა გაკეთებული ის, რაც ნაპოლიში გააკეთა. როცა კვარაცხელიას პირველად შევხვდით, მისი ტალანტის შესახებ არც ერთმა ჩვენგანმა არაფერი იცოდა და სიმართლე გითხრათ, მან გაგვანადგურა. კვარაცხელიამ რამდენიმე გოლი და ასისტი გაიფორმა და როცა გასახდელში დავბრუნდით, ვკითხულობდით ვინ იყო მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ბიჭი, ვის შესახებაც აბსოლუტურად არაფერი გვსმენია.

საქართველოსთან გამართულ მეორე შეხვედრაში, მის წინააღმდეგ ორმაგი მეურვეობა გამოვიყენეთ და ისეთივე ეფექტური არ ყოფილა, მაგრამ პენალტის მოპოვება და მისი გატანა მაინც მოახერხა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ბრწყინვალე თამაში ჰქონდა, მაგრამ ჩვენმა მარჯვენა მცველმა მის წინააღმდეგ ძალიან კარგი სამუშაო გასწია. თანაც, უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის დასაწყისში მან ყვითელი ბარათი მიიღო“.

შეგახსენებთ, რომ „კვარა“ საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და მომდევნო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17 ივნისს, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ბლოკებს მასზე ცუდად ალბათ არავინ აყენებს“ - რას წერს The Athletic-ი ბითაძეზე
    „ბლოკებს მასზე ცუდად ალბათ არავინ აყენებს“ - რას წერს The Athletic-ი ბითაძეზე