კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

„2 თვეა ვიტანჯები“ - დე ბრუინი ფინალში ტრავმით თამაშობდა

კევინ დე ბრუინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხოლოდ პირველი ტაიმის ნაწილი ითამაშა და ტრავმის გამო მოედანი 36-ე წუთზე დატოვა.

როგორ გაირკვა, ბელგიელს უკვე კარგა ხანია ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და დისკომფორტით თამაშობდა. დე ბრუინმა ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ თავად ისაუბრა.

„ამ პრობლემის გამო ორი თვე ვიტანჯებოდი, მაგრამ მაგრამ ეს მხოლოდ მცირე პრობლემა იყო, ბოლო დროს კუნთი გადიდებული იყო და კარგად არ გამოიყურებოდა. თუმცა, ჩემი გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ახლა მათ ეს იციან.

ვამაყობ იმით, რისი გაკეთებაც შევძელი. სამწუხაროა, რომ დღეს ყველაფერი ასე მოხდა, მაგრამ ჩვენ სახლში ჩემპიონთა ლიგის თასით მივდივართ, ამიტომ სანერვიულო არაფერია“,

- განაცხადა დე ბრუინმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუნთის სრული გახეთქვის შემთხვევაში, დე ბრუინმა შესაძლოა სამ თვემდე გამოტოვოს. ბელგიელი ივნისის სანაკრებო მატჩებს ავსტრიასთან და ესტონეთთან აუცილებლად გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი კიმის შემცვლელად სერხიო რამოსს მოიაზრებს
ნაპოლი კიმის შემცვლელად სერხიო რამოსს მოიაზრებს