კარიმ ბენზემა, ალ იტიჰადი
Aa
Aa

ბენზემას ხელის ქანდაკება - ალ იტიჰადის კრეატიული იდეა

2019 წელს, ბენზემამ „ბეტისთან“ მატჩის დროს ნეკა თითი მოიტეხა. ფრანგ თავდამსხმელს ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა, მაგრამ ოპერაცია დღემდე არ აქვს გაკეთებული.

ეს ყველაფერი კარიმმა იმით ახსნა, რომ არ სურდა „რეალს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოკლებოდა. დღემდე, კარიმი სპეციალურ ბანდაჟს ატარებს.

„ალ იტიჰადში“ პრეზენტაციის დროს, გულშემატკივრებმა ვეტერანი შემტევი ბანდაჟის გარეშე იხილეს და ყველამ დაინახა, თუ რა საშინელ მდგომარეობაში აქვს მას ნეკა თითი.

არაბული კლუბის წარმომადგენლებმა კრეატიული იდეა განახორციელეს. პრეზენტაციის დროს, სტადიონზე ბენზემას ხელის დიდი ქანდაკება გამოიტანეს. ამ ფაქტმა გულშემატკივრები და თავად კარიმი საკმაოდ გაამხიარულა.

შეგახსენებთ, რომ ბენზემამ „ალ იტიჰადთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი წლიური ანაზღაურება 100 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავის პრიორიტეტი კიმიხია - იოზუა ბაიერნზე ზეწოლის მოხდენას აპირებს
ჩავის პრიორიტეტი კიმიხია - იოზუა ბაიერნზე ზეწოლის მოხდენას აპირებს