რეალი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

შეთავაზება საუდის არაბეთიდან - მოდრიჩი რეალის დატოვებას განიხილავს

საუდის არაბეთის ზღაპრული წინადადებები გრძელდება. ამჯერად სამიზნე ლუკა მოდრიჩია, რომელსაც 2-წლიან კონტრაქტში 100-150 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი რამონ ალვარესი ავრცელებს.

მისი თქმით, ხორვატი ნახევარმცველი „სამეფო კლუბის“ დატოვებას განიხილავს. მას შანსი აქვს, რომ სერხიო რამოსთან ერთად ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ყოფილმა კაპიტანმა პსჟ დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.

ჯერჯერობით არ სახელდება გუნდი, რომელიც ლუკა მოდრიჩის გადაბირებით ინტერესდება. ცნობისთვის, ვეტერან ნახევარმცველს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 20 დღეში, 30 ივნისს ეწურება, მაგრამ ფლორენტინო პერესი მას 1 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს.

ასევე შეგახსენებთ, მოდრიჩი მადრიდულ გრანდში 2012 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. ლუკამ „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 488-ჯერ მოირგო, 37 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვან ბასტენი: ფეხბურთი მოსაწყენი ხდება, სუფთა დრო უნდა შემოვიღოთ
    ვან ბასტენი: ფეხბურთი მოსაწყენი ხდება, სუფთა დრო უნდა შემოვიღოთ