რეალი, მილანი, ბრაიმ დიასი
Aa
Aa

რეალმა ბრაჰიმ დიასი დაიბრუნა

მალდინის და მასარას გაშვების შემდეგ, „მილანი“ კიდევ ერთხელ დასუსტდა. „როსონერი“ ბრაჰიმ დიასმა დატოვა და მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია, „სამეფო კლუბის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში „ბლანკოსს“ ბრაჰიმთან ერთად 3 შემტევი ჰყავს. საუბარი ვინისიუს ჯუნიორზე და როდრიგოზეა. აქედან გამომდინარე, ფლორენტინო პერესი წინა ხაზის გაუმჯობესებას ცდილობს.

ცნობისთვის, დიასი „მილანში“ 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და კლუბის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთამაშე იყო. მისი წასვლით, „როსონერი“ მნიშვნელოვნად დასუსტდა.

ასევე გეტყვით, „სამეფო კლუბი“ ცენტრალური თავდამსხმელის ძიებაშია. „რეალის“ რადარზე ჰარი კეინი და რომელუ ლუკაკუ არიან. რაც შეეხება ჰრაიმს, ესპანელი შემტევი მადრიდულ გრანდში 2019 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა, თუმცა ძალიან მალე იჯარის წესით „მილანს“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია“ - რა თქვა სიმონე ინძაგიმ ფინალის წინ
„სიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია“ - რა თქვა სიმონე ინძაგიმ ფინალის წინ