ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

NBA: დენვერმა მაიამის სტუმრად მეორეც მოუგო - ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯია

გამთენიისას NBA-ს სუპერფინალების მე-4 შეხვედრა გაიმართა, სადაც „დენვერმა“ „მაიამის“ სტუმრად მეორე შეხვედრაც მოუგო - 108:95 და სერიაში ანგარიში 3“1 გახდა.

პირველი ნახევარი მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და დიდ შესვენებამდე „დენვერი“ მხოლოდ 4 ქულით იგებდა. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 31:22 მოიგეს და „მაიამის“ ამის შემდეგ მიახლოების საშუალება აღარ მისცეს.

სამმაგი დუბლების მანქანა ნიკოლა იოკიჩი ამჯერად ორმაგ დუბლს დასჯერდა - 23 ქულა, 12 მოხსნა. გორდონმა 27 ქულა ჩააგდო. ბრაუნმა 21. ჯამალ მარიმ კი 15 ქულა და 10 პასი მიითვალა. ის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც სუპერფინალებში ზედიზედ 4 თამაშში 10+ გადაცემა გააკეთა.

„მაიამის“ მხრიდან 20 ქულითა და 11 მოხსნით ადებაიო გამოირჩა. 25 ქულა, 7 პასი და 7 მოხსნა ჯიმი ბატლერს. „ჰიტის“ მხრიდან სულ ეს იყო. სხვებს გამორჩეული შეხვედრა არ ჰქონიათ და შედეგიც შესაბამისი მიიღეს.

სერიის მე-5 შეხვედრა 13 ივნისს დენვერში 04:30 საათზე გაიმართება. იოკიჩი და კომპანია ისტორიულ ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ კიდევ პროგრესირებს“ - ორლანდო მეჯიქის ინსაიდერი გოგაზე
„ჯერ კიდევ პროგრესირებს“ - ორლანდო მეჯიქის ინსაიდერი გოგაზე